პროექტი ,,ახალგაზრდული სწავლების ცენტრი” (პროექტის ავტორი პედაგოგი თამარ ჯოლბორდი, მონაწილეები 11 კლასის მოსწავლეები ლიდერი ბექა ბალიაური, აპოლონ ლოცულაშვილი, ნიკა ღერკენაშვილი) მიზნად ისახავს თემის წარმომადგენელების ცოდნის დონის ამაღლებას, ახალგაზრდებში თავისუფალი დროის მიზნობრივ გამოყენებას და კონტაქტის დამყარებას სხვა სკოლის მოსწავლეებთან.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ბოლო ათწლეულში სკოლა უკეთესობისკენ ,,გარდაიქმნა”, გვაქვს არა ერთი წარმატება და მრავალი სიახლე.
სკოლის დირექტორის ბატონ გელა ჯაფარიძის და პედაგოგების დახმარებით მრავალი პროექტი გავაქვს წარმატებით განხორციელებული. მიმდინარე პროექტი განხორციელდება მიღებული დაფინანსების ფარგლებში შექმნილ ,,ახალგაზრდულ სწავლების ცენტრში”. სკოლის 50 კომპიუტერი განთავსებულია 2 ერთმანეთში გამავალ საკლასო ოთახში, ერთ მათგანში ტარდება ისტ-ის გაკვეთილები,რომელშიც კომფორტულადაა კომპიუტერები განლაგებული და კარგადაა ინტერნეტ-ქსელი გაყვანილი. მეორე ოთახში კი, მხოლოდ ერთ კედელთან, არაკომფორტულადაა დაქსელილი.
ერთერთი პრობლემა, რომელიც თემსა და აქედან გამომდინარე სკოლაშიც შეიქმნა ისიც იყო, რომ კომპიუტერული საბაზისო უნარ-ჩვევების არ ქონის გამო, მშობლები ვერ უწევდნენ დახმარებას შვილებს ბუკების მოხმარებაში (ბუკები წინა წელს, 2010წელს შემოვიდა სკოლებში), რაც გარკვეულწილად ბუკებით სწავლა-სწავლების ხელშემშლელი აღმოჩნდა. პროექტის განხორციელებამ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას კარგად შეუწყო ხელი.
ხსენებული ტექნიკის დიდი ნაწილი სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში გამარჯვების შედეგად გვაქვს მიღებული.
- 2001-2002წ. ამერიკის საბჭოების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ,,წარმატებული მასწავლებლის სახელის მოსაპოვებლად” –სკოლას გადაეცა 10 კომპიუტერი, 2 ქსეროქსი, 3 პრინტერი);
- 2005 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეორე საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის კომპიუტერული აღჭურვის მოსაპოვებლად ''ირმის ნახტომის'' ფარგლებში (პროექტი ''ინტერნეტი ყველას'')- სკოლას გადაეცა 6 კომპიუტერი;
- 2006 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მესამე საგრანტო კონკურსი სკოლებისათვის კომპიუტერული აღჭურვის მოსაპოვებლად ''ირმის ნახტომის'' ფარგლებში (პროექტი ,,ძალა ერთობაშია”) სკოლას გადაეცა 10 კომპიუტერი;-
- 2009 წ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გორის X საჯარო სკოლის პროექტით - ''შემოდიოდა სიკვდილი ცელით''. სკოლას საჩუქრად გადაეცა ნოუთბუქი და პროექტორი;
ჩვენი პროექტის, ,,ახალგაზრდულ სწავლების ცენტრის” ფარგლებში მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს თემის მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას, განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიური, ფიზიკური, ეთნიკური და რელიგიური მდგომარეობისა. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს პიროვნების თავისუფალ და სრულ განვითარებას.
პროექტის პირველი ეტაპი, 22 ოქტომბერი-12 ნოემბერი.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, პროექტის დაფინანსების შემდეგ ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება: მოხდა ინტერნეტ-ქსელის სრულყოფა, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და გავრცელდა ქალაქის სკოლებსა და თემში. პირველკლასელთა მსურველმა ათმა მშობელმა შეისწავლეს კომპიუტერის/ბუკების მოხმერების უნარ-ჩვევები.
პროექტის მეორე ეტაპი, 12 ნოემბერი-10 დეკემბერი.
მოსწავლეებს შევასწავლეთ ბლოგების კეთება. პროექტის განხორციელების პერიოდში ჩვენს სკოლაში, 25-26 დეკემბერს 10 დღით სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მე-10 საჯარო სკოლის პროექტის, "მეგობრობა გრძელდება და ფართოვდება” მონაწილე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები.
პარტნიორობის პროექტის მიმდინარეობის ამსახველი მასალები დაიდება ბლოგზე
http://gorialgesh.blogspot.com/ და Face book-ზე ჯგუფში "სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებები, სადაც მიმოწერა გაიმართება ჩვენთან ყოფნის პერიოდში დამეგობრებულ ბავშვებს შორის. მათი დიდი ნაწილი ესწრებოდა პროექტის, ”ახალგაზრდული სწავლების ცენტრი” ფარგლებში გამართულ ტრენინგებს, დარეგისტრირდნენ Face book-ზე, შექმნეს ბლოგები და მასზე გააგრძელებენ მუშაობას საკუთარ სკოლებში, პრობლემის შემთხვევაში ჩვენ ინტერნეტით გავუწევთ დახმარებას. მოსწავლეები უკვე ეკონტაქტებიან ერთმანეთს skyp-ით და Face book-ზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები "ადამიანის უფლებათა დეკლარაცია”, რომელიც ჩაატარა შსს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწემ, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ და ტრენინგი ”პროექტების წერა” გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლის დედა"-ს წევრმა ქალბატონმლეილა ქავთარაძემ.
პირველკლასელთა მშობლებს შევასწავლეთ კომპიუტერის მოხმარების ელემენტარული უნარ-ჩვევები.
ტრენინგი ,,პროექტების წერა”
|
|
ტრენინგი ”პროექტების წერა”, ტრენერი ლეილა ქავთარაძე,
|
|
|
ტრენინგს აზერბაიჯანელი და სომეხი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
|
|
|
ტრენინგი "ადამიანის უფლებათა დეკლარაცია”
|
|
პროექტის ავტორი
წარადგენს გამომძიებელ მაკა კაპანაძეს
|
|
|
|
პროექტი დასასრულს მიუახლოვდა...
|
პროექტის აქტიური
მონაწილენი ბექა ბალიაური და აპოლონ ლოცულაშვილი მე-10 სკოლიდან, პროექტის ფარგლებში შეძენილ მაგნიტურ
დაფაზე ასახავენ პროექტის მიმდინარეობას.
|
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий